ვაჟა-ფშაველა წერდა…

„ნუთუ ია, ბუჩქებით და ეკლებით დაჩრდილული, არ მოგვაგონებს დაჩაგრულის სიმართლეს? ეს მცენარე კაცთაგანს არავის დაურგავს, არც მოურწყავს და ისე არ მოუყვანია: მას ბუნება ზრდის, იგია მხოლოდ მისი მშობელი დედა; მზე ათბობს – ეს ლალაა, მაინც კი ლამაზია. ამ ბუნებრიობაშია დამალული მისი მშვენიერება. სრულიად სხვაა მაღალი მთა თხემით ცადმიბჯენილი, ის ამაყია, დიდებული, შეუპოვარი, მიუკარებელი, უკადრისი, არავის თავს არ უყადრებს, მსოფლიოს ავ-კარგს უცქერის, როგორც უბრალო რამ მასხრობას… გარეშე ბუნებისა და ადამიანის ცხოვრებისა არ არის პოეზია… არ შეიძლება კაცთა ცხოვრებაში ისეთი რამ მოვლენა დავასახელოთ, რომ მისი მსგავსი თვით ბუნებაშიც არ მოიპოვებოდეს. ბუნებაში ვხედავთ ძლიერების წარმომადგენელთ: ლომს, ვეფხვს, არწივს. ჩვენს საზოგადოებაშიც არიან ისინი, მხოლოდ აღმოჩენა უნდა… როგორც კაცთა საზოგადოება გვაძლევს… მავნებელ ადამიანს – წევრს, აგრეთვე ბუნება – სხვადასხვა გესლიან ქვეწარმავალთ, რომელნიც ჩვენ გვეზიზღება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>