ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობიდან – „მიწის ქვითინი”

„სოფელი იმისია, ვინც კერიაზე ფუტს არ აქრობს. ვისაც მიწის სურნელიც უყვარს და ოფლის სუნიც არ ეზარება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიხარბე და შურიანობა ლაჩრობიდან იწყება”.

* * *

„ – ასეა, როგორც გეუბნები. მუცელს აღორებ – ღორია, აქორებ – ქორიაო, ჭკვიანი კაცის ნათქვამია ეს”.

* * *

„ – სხვის ნათქვამს რომ იმეორებს, იმას თუთიყუში ჰქვია.

- თუთიყუში კი არა, არაკაცი ჰქვია, ბიძიკო, იმას. წაწყმენდაა, თუ გულში არ გიზის და ისე გაიმეორებ სხვის ნათქვამს; თუკი შენც იმავეს ფიქრობდი და თქმა დაგასწრო სხვამ, ეს შენი ნათქვამია ისევ”.

* * *

„უკაცრიელ სახლს მერცხლებიც გაურბიან თურმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ზოგიერთ კაცს სამარემდე მიჰყვება ბავშვობის ჩვევები”.

* * *

„ – მიწა რომ კანკალებს, ბაბუა, რისი ბრალია?

- სცივა მიწას, ცეცხლი დაგიქვრიათ კერაში და შეციებია”.

* * *

„დასტურ გეუბნები, ზოგჯერ რომც არ გცემონ, მაინც გალახული გგონია თავი”.

* * *

„ასეა ისტორია, ზოგს ხედავს, ზოგს ჩრდილში ტოვებს”.

* * *

„ცოდოა უპატრონო სახლი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება