ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობიდან – „სინათლე ველზე”
„ყველა ჩვენგანს თავისი სიცოცხლის ხე აქვს, ბიძიკო, იმ დიდსა და განუმეორებელს უნდა ულოლიავოს ადამიანმა, წყალი დაუსხას, ფესვები გაუმაგროს, კვირტების გაშლას უყუროს, როცა ყველაფერი თავისი რიგით წავა და ხე სიცოცხლისა ჯანიანი იქნება, გაგიხარია, ნაყოფს მოისხამს, ნაყოფით კი შენც გაიხარებ და სხვებსაც ასიამოვნებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებთან ფრთხილი უნდა ვიყოთ. ერთს რომ თავში ცემა უხარია, მეორეს მოფერება წყინს”.
* * *
„უმცირესი ბოროტება, ნაკლები უბედურებაა”.
* * *
„ჭამა-სმას პირუტყვიც კი არ უდებს ყველაფერს საძირკვლად”.
* * *
„ცხოვრებაში ომი მარტო იქ არ არის, სადაც თოფს ისვრიან. სხვადასხვანაირია ბრძოლის ხერხები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალები იშვიათად ივიწყებენ პირველ სიყვარულს”.
* * *
„რატომღაც ასე დაკანონდა, ჩვენთან არავის ეკითხებიან წარსულს”.
* * *
„მე ადამიანის სიკერპემ და გაუტანლობამ გამიტეხა გული თუ არა…”
* * *
„თუ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არ გვექნა, წასულია საქმე”.
* * *
„ბოლო მაინც სიმართლისაა, ბიძიკო”. – (ავტორი გენია.ჯი)