ამონარიდები გი დე მოპასანის რომანიდან – „წუთისოფელი”
„აი ეს არის ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნად – კერა და ოჯახი მის გარშემო. არაფერი არ შეედრება ამას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბევრს იცნობთ ცოლის ერთგულ ქმარს? სანაძლეოს ვდებ, თავის დროზე თქვენც არ დაგიკლიათ ხელი ამგვარი ოინებისათვის. აბა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ხომ მართალს ვამბობ?”
* * *
„ზოგჯერ დამსხვრეულ ილუზიებს ისე მწარედ დასტირიან, როგორც მიცვალებულს”.
* * *
„თუ ეკლესია და სამეფო სასახლე ერთმანეთს ხელს მისცემენ, ქოხი შეშინდება და დამორჩილდება”.
* * *
„ – იმ ქვეყნად ყველა თანასწორნი ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხედავთ, როგორია წუთისოფელი; იგი არც ისე კარგია და არცთუ ისე ცუდი, როგორც ჰგონიათ”.
* * *
„ – ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა განშორება აუცილებელია, რადგან მოხუცები და ახალგაზრდები ერთად ცხოვრებას ვერ ეგუებიან”.
* * *
„ადამიანი უფულოდ არარაობაა”.
* * *
„ – საზოგადოება ორ კატეგორიად იყოფა: ადამიანებად, რომლებსაც სწამთ ღმერთი, და ადამიანებად, რომელთაც არა სწამთ. ერთნი, ყველაზე უფრო ბეჩავებიც კი, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენი თანასწორნი; მეორენი კი ჩვენთვის არ არსებობენ”.
* * *
„უფლის მოწყალება უსაზღვროა”. – (ავტორი გენია.ჯი)