ამონარიდი ალექსანდრე კუპრინის მოთხრობიდან – „მოლოხი”
„ – ეეჰ, ბატონო, იცით რა არის ფინიში?
- ფინიში? ვგონებ რაღაც ცხენთანაა დაკავშირებული. დოღში, არა?
- დიახ, დოღში. ფინიში ეწოდება უკანასკნელ ოც საჟენს ბოძამდე. ცხენმა ეს მანძილი ყველაზე დიდი სისწრაფით უნდა გაირბინოს. ბოძს იქით კი სული გასძვრომია. ფინიში არის ძალ-ღონის მაქსიმალური დაძაბვა და იმისათვის, რომ ცხენმა ფინიში გაირბინოს, იმ უბედურს შოლტის ცემით სისხლს ადენენ… ასე ვართ ჩვენც, როცა ფინიში ამოწურულია, როცა ხერხემალგადატეხილი ან ფეხმოტეხილი ცხენი დაეცემა, ჯანდაბას მისი თავი, ის უკვე არაფრისთვის არ ვარგა! ჰოდა, მაშინ ინებეთ, ბატონო ჩემო, ნუგეში ეცით ფინიშზე დაცემულს!” – (ავტორი გენია.ჯი)