ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „შავი და ცისფერი მდინარე”
„ამდენმა ანგარებამ, გარეგნულმა „სიმართლემ” და ცხვრისტყავმოხვეულმა მგლებმა შვეს და მოამრავლეს ამდენი ცოდვილი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი სხვა რაა, თუ არა თავისი ბავშვობა”.
* * *
„ყველაფერი ქმნის პიროვნებას და არ არსებობს მართალი მარჯვენა და მტყუანი მარცხენა, ხელის ნეკიც კი, რომელსაც სხვა გული და სისხლი კვებავდეს, სისხლი თუ მოიწამლა, თითიდან მოიწამლება”.
* * *
„ადამიანი ყველგან, მნიშვნელოვან და სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხში კი არა, ყოველ წვრილმანშიც პატიოსანი უნდა იყოს და უმკაცრესი თვითმსაჯული”.
* * *
„ათი ათას ყალბს ერთი ნაღდი სჯობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალის ლოგინში რომ მამაკაცს წაასწრებენ, იქ იმის ძიებას არავინ იწყებს, ნებით დაუწვა თუ კვანტი დაუდეს და წააქციეს. ამას თუ კიდევ შურისძიება მოჰყვება, რა საკითხავია, მერე აღარავინ მოინდომებს იმის კვლევას, ღირსი იყო თუ არა. კაცი მკვლელი გახდა და სამართლიანი მკვლელი და უსამართლო – ორივე მკვლელია…”
* * *
„რომელმა ავის მქნელმა არ იცოდა თავისი სიავე, მაგრამ გზამართლისათვის მიუგნია? ან, რომელ კეთილს დაფასებია სიკეთე, მაგრამ ბოროტების გზას არ დადგომია. შურისმგებელი იმას იმეორებს, ვინც შურისძიებამდე მიიყვანა. ბოროტების ბოროტებით გადახდა ბოროტი არაა? მკვლელის მკვლელიც ხომ მკვლელია!”.
* * *
„თუ შენი თავშესაფარი ჩამოქცეულია, სხვის სამყოფელს ვერ შეეხიზნები. თუ შენი სახლის კარები დაგმანულია, სხვა ფიანდაზს ვინ დაგიგებს. თუ შენს სისხლსა და ხორცს შენი არ ესმის, სხვამ სხვისა რა გაიგოს. თუ დედას არ უყვარხარ, ვინ გიძიძიავებს; თუ შენი ხატი დამხობილია, სანთელს სად დაინთებ…”
* * *
„თავის შეცნობას ისინიც ვერ ახერხებენ, ვისაც საამისო ჭკუა, ნებისყოფა და ცხოვრება გააჩნია…”
* * *
„ახლა თუ არავის სჭირდება ისტორია და არავის უნდა წარსული, მაშინ რისგან ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ და ვიფიქროთ მომავალზე?” – (ავტორი გენია.ჯი)