ამონარიდი გრიგოლ ჩიქოვანის რომანიდან – „რწმენა”
„ადამიანი ყველგან და ყველაფერში წმინდა უნდა იყოს, ჭირშიც და ლხინშიც. რაც უნდა დიდი უბედურება დაატყდეს, პატიოსნება არ უნდა დაკარგოს. გაჭირვებამ არ უნდა შეაცდინოს. პატიოსნება ოქროზე უფრო დიდი განძია. თვლასიჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ მას. პატიოსნების შელახვით ადამიანი ყველაფერს კარგავს, აღარაფერი რჩება ნუგეშად. რისთვისღა უნდა იცხოვროს? რისი იმედით, როგორ უნდა შეხედოს თვალში ხალხს? ვერა, ვერ შეხედავს, თავს ვერ მოიტყუებს. თავის მოტყუება შეუძლებელია. სხვას მოატყუებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერა”. – (ავტორი გენია.ჯი)