ამონარიდები იური რითხეუს რომანიდან – „ზმანება ნისლის მოფენის წინ”
„ხშირად ადამიანი სანამ არ ეტყვიან, ვერცა გრძნობს თავის დანაშაულს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ძალაუფლება, რაც არ უნდა კეთილგონიერი იყოს, თავისთავად კარგავს რაღაც ადამიანურს”.
* * *
„ – შენ გგონია, ვერა ვხედავ, რომ სწავლა სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის? მაგრამ ადამიანი ჯერ მაძღარი უნდა იყოს. ჯერ უნდა ასწავლო, როგორ იშოვოს საჭმელი, ცეცხლი და თავშესაფარი”.
* * *
„კაცობრიობა რა ხანია უნდა დარწმუნებულიყო, რომ საზოგადოების ვერც ერთი გარდაქმნა უკეთესს ვერ გახდის ადამიანის ცხოვრებას”.
* * *
„ – ერთი და იგივე უბედურება, იცოდე, არ მეორდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სურვილსა და მის განხორციელებას შორის ისეთი უფსკრულია, ჯობია არ გადააბიჯო მის ზღვარს”.
* * *
„ადამიანს თავის ცხოვრების რაღაც მონაკვეთზე, უჩნდება უძლეველი სურვილი, ვიღაცას ასწავლოს, თავის რწმენაზე მოაქციოს და მოახვიოს საკუთარი აზრები. განა უკეთესი არ იქნება, ცხოვრება თავისი წესით მიდიოდეს, ძალდაუტანებლად? ბუნება, ღმერთი საკმარისად წინდახედულია, რათა ყველაფერი მიზანშეწონილი იყოს!”
* * *
„სულ ერთი არაა, ნასწავლი მოკვდები შიმშილით თუ უსწავლელი?”
* * *
„ყველა ადათი თავისებურად კარგია”.
* * *
„ – რას იზამ, კანონი კანონია!” – (ავტორი გენია.ჯი)