ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „შავი და ცისფერი მდინარე”

„ვინც ცოცხლობს: ჭამაც უნდა, სმაც, ჩაცმაც, დახურვაც, სახლიკარიც, კაცს – ქალი და ქალს – კაცი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ერთს შესცოდავს, რაკი სასჯელი ერთია, იგი ასსა და ათასს ჩაიდენს”.

* * *

„შენ კი არა, მეფეები და იმპერატორები მარცხდებოდნენ”.

* * *

„საწუთროს რომელი ჭკუათმყოფელი გაუხარებია, შენთვის რომ დაფნის გვირგვინი დაეწნა”.

* * *

„ყველაფერს ერთი ფასი აქვს – გაუფასურებულია. ყველაფერი ტყუილია და, ამდენად, ყველაფერი მართალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მარტოობაც ყოფნაა”.

* * *

„ – ქვეყანაზე კაცი თითზე ჩამოსათვლელი დარჩა და შენც ხელიდან ეცლები?”

* * *

„ნურაფერს გაიკვირვებთ: ადამიანები ვართ და ძნელბედობის დროს ვცოდავთ კიდეც…”

* * *

„ადამიანი უნდა აშუქებდე იმ ნათელს მაინც, შენს წინ რომ გზა გაარჩიო და ბნელში ხელის ცეცებით ისე არ იბორძიკო, რას წამოედები და რომელ უფსკრულში გადაიჩეხები, არ იცოდე”.

* * *

„ალბათ, არყოფნის შემდეგაც აგრძელებს ადამიანი არსებობას!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>