ამონარიდები ანდრო ლომიძის მოთხრობებიდან…
„ცნობილი ინდოელი მწერალი ასეთ აზრს გამოთქვამს: „მე ვიცი, რომ ჩქარა დავტოვებ საწუთროს, მაგრამ ასეული წლების შემდეგ დაიბადებიან ადამიანები და დამემსგავსებიან ფიზიკურად, სულიერად, მაშასადამე, მე უკვდავი ვარ”. ამ მწერალს არ ესმის ის, რომ გამეორება უკვდავებას არ ნიშნავს”. – (სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს ადამიანის გარდა ბევრი მტერი ყავს”. – (ლაზი)
* * *
„ზოგი სულ იმის ცდაშია, ცარიელი, გამოფშუტურებული თავი დაფნის გვირგვინით დაიმშვენოს, დედამიწაზე ვეღარ ეტევა, ბაყაყივით იბერება და ისე მედიდურად დაბრძანდება, თითქოს ამ სამყაროს საიდუმლოება იცოდეს, ქვეყნის გაჩენისა და განადგურების კანონებს განაგებდეს”. – (სიყვარული)
* * *
„ადამიანი იყო და აღარ არის, მოკვდა, დაიღუპა! რა საშინელი, თავზარდამცემი, შემზარავი აზრია ამ სიტყვებში!” – (სიყვარული)
* * *
„ადამიანს სურს იყოს წუთისოფლის მასპინძელი, სამწუხაროდ კი სტუმარი არის”. – (ლაზი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე წუთიერია, სიხარული წამიერი, ხოლო სიკვდილი სამარადჟამო”. – (მსხვერპლი)
* * *
„ადამიანი იმითაც განსხვავდება პირუტყვისაგან, რომ ფიქრობს სიკვდილზე, იბრძვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის, უკვდავებისათვის, ზოგიერთ ბრიყვს კი სურს, რომ ადამიანი ისევ იქცეს ცხოველად და სიკვდილზე ფიქრი აუკრძალოს”. – (ლაზი)
* * *
„როგორი უფერული და მოსაწყენი გახდება ცხოვრება, თუ ქალმა დედობა ვერ განიცადა და, მამაკაცმა კი მამობა!” – (სიყვარული)
* * *
„ – სიკვდილს მე დავუთმობ წარსულს, იქ ითარეშოს და იბოგინოს. ოღონდ აწმყოსა და მომავალს ნუ შეეხება…” – (ორმოცდაათი წელი)
* * *
„ – ბუნებას არავითარი სამართალი არ გააჩნია. როცა გოეთე კვდებოდა, მაშინ სადღაც ბაღლინჯო იბადებოდა, მაშინ სადღაც გველის წიწილები კვერცხებიდან მოცოცავდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. აი, თუნდაც, ჰომეროსი, რუსთაველი, დანტე, მიქელანჯელო, კარუზო დაიხოცნენ, ჩემისთანა ადამიანები კი იბადებიან და ცხოვრობენ. აბა სად არის აქ სამართალი და სიბრძნე ბუნებისა?” – (სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)