ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „შავი და ცისფერი მდინარე”
„რისგანაა ეს ბედგამწყრალი ადამიანი ფუძეზე მიბმული და რა ზნე სჭირს, ნუთუ მართლა თიხისაგან, მიწისაგანაა შეთითხნილი და ზედ რომ ფეხს ადგამს, როგორც მთელი ნაწილს, ისე იბრუნებს, იხმობს, ვითარც შემქმნელი შექმნილს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი გაასწორებს ამ ქვეყანას, რომ იცოდე შენ…”
* * *
„გატყდეს, ბატონო, ტაშტი ვის რა ჭირად უნდა, მაგრამ ხმა, ხმა არ უნდა გავარდეს”.
* * *
„საფლავები… საფლავები… რითაც სრულდება ამ გაუტანელ ქვეყნად კაცის ბოგინი და რითაც აგრძელებს „სიცოცხლეს”.
* * *
„ – ეჰ, ჩემო პავლე, ცოცხლისთვის კი არა, მკვდრისთვის ვერ მოგვიცლია. ცოცხალს მაინც არ ეყურება ჩვენი და იქნებ მკვდარმა მაინც გაგვიგოს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონიერი კაცი ჭურში რო ჩასვა, სულელზე მეტს იქიდანაც დაინახავს”.
* * *
„ვა, შე კაცო, თუ დაწერა არ შეგიძლია, წაკითხვა ხომ მაინც უნდა შეძლო…”
* * *
„ვის რაღად უნდიხარ, თუ უშენოდაც აუგიათ, აღუშენებიათ და სულიერად ამაღლებულან. არ ყოფილხარ აუცილებელი, თუკი თავისიც და შენი შესაქმნელიც შეუქმნიათ, მაგრამ თუ არავის დასჭირვებიხარ, სინდისის წინაშე, ასეთ ქვეყანაში არც არაფერი გესაქმება. თუ შენი ყოფნით არაფერი მიგიმატებია, ვერც არყოფნით დააკლდები”.
* * *
„თუ არ დათესავ, ვერაფერს მოიმკი”.
* * *
„ადამიანი რაცაა, იმის უკეთესის „შექმნა” არავის შეუძლია და არც საჭიროა”. – (ავტორი გენია.ჯი)