ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „შავი და ცისფერი მდინარე”
„სიცოცხლე, შვილო, მაშინაც შეულეველია, როცა ჩალის ფასადაც არა ღირს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რასაც ვერ გაჰყიდი, მასზე ფასის დადება გაგიჭირდება”.
* * *
„თუ ყელამდე წყალში დგახარ, მწყურვალი რაა, არ გეცოდინება”.
* * *
„მიწასთან ჭიდილი – არსებობის ნიშანია”.
* * *
„როცა გინდა სასოწარკვეთილი ამ ქვეყნისკენ მოახედო, თუ რაიმე წამალი გეგულება, შეიძლება იმაზე დიდი დოზითაც მისცე, ვინემ საჭიროა და, ისიც შეიძლება, რითაც მის ხსნას აპირებ, იმითვე დაღუპო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩერჩეტო, ქალების მეტი რაა, შენ კაცი თქვი, თორემ…”
* * *
„კაცი როცა თავისუფალია და ადამიანი ჰქვია, თუ დაფიქრდება, ცხოვრება მაშინაც არარაობაა და ყოფა ყურგახვრეტილ გროშად არა ღირს”.
* * *
„ენა ისე არ მოატრიალო – ამოგჭრან”.
* * *
„დიდ გობ ფაფას დიდი სულის ბერვა უნდა”.
* * *
„ვისაც ჩინზე, დიდებაზე, და ძალაუფლებაზე თვალი რჩება, მოაზროვნე არაა”. – (ავტორი გენია.ჯი)