ამონარიდები იური რითხეუს რომანიდან – „ზმანება ნისლის მოფენის წინ”
„სიკეთე ისეთივე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ფეხები, ხელები, თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ამბობდა, ადამიანის გაჩენა ევოლუციის შეცდომააო, რამეთუ ბუნების ბიოლოგიური წონასწორობის დარღვევას მხოლოდ და მხლოდ ადამიანი ცდილობსო…”
* * *
„გარეგნობას რა ჭკუა აქვს, თვალების სიღრმეში ჩახედე კაცს და იგრძენი მისი გული – იქ არის მისი არსი”.
* * *
„ეტყობა, თავის გარემოში ყველა ქალი მშვენიერია”.
* * *
„ათასობით, მილიონობით ბედნიერი ხალხი დადის დედამიწის ზურგზე, განა არ შეიძლება განაწილდეს ცხოვრების სიმძიმე? მაშინ აღარ იქნებოდნენ უბედურები და დაჩაგრულები, ცოტა სიმწარეს კი გაუძლებს ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველას უნდა მაძღრად ყოფნა”.
* * *
„ბედი იმას სწყალობს, ვინც თვითონ მიდის მის შესახვედრად…”
* * *
„ – ვინც უცხო ხალხის ცხოვრებას ბაძვს, იხვს ემსგავსება, რომელიც კი არ ყიყინებს, – ყრანტალებს”.
* * *
„ადამიანს, როგორი ველურიც არ უნდა იყოს მისი გარეგნობა, იცოდე, ადამიანი ყოველთვის ადამიანია”.
* * *
„ – მთავრი სწორედ რომ კბილებია. აბა, დაკრიჭოს კურდღელმა მგლის კბილები და ნახავთ, რა თავპირისმტვრევით გაიქცევიან მხეცები”. – (ავტორი გენია.ჯი)