ამონარიდები სოლომონ თავაძის რომანიდან – „ქართული ფოლადი”

„ნიჭიერი ადამიანი მაშინაა ქვეყნის დამამშვენებელი, როცა იგი ამ ნიჭს ქვეყნის საკეთილდღეოდ იყენებს, კეთილ საქმეს ახმარს, თორემ ისე უფრო მავნებელია იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თქვენს ნაშრომში რომ საფასური აიღოთ, ეს რა დასაძრახავია!”

* * *

„ცოდნა – დღითი დღე გაღრმავებას საჭიროებს”.

* * *

„ – თუ რომელიმე ერს შეუძლია იამაყოს, მათ შორის ჩვენცა ვართ. რას არ გავუძელით, რა ქარცეცხლში არ გამოვიარეთ… თემურ-ლენგის შემოსევის შემდეგო, ამბობს ჩვენი ივანე ჯავახიშვილი, საქართველო ისე იყო განადგურებული, თითქოს მიწისძვრა მოხდა და მერე ზედ ბორბალ-ქარმა გადაიარაო. მრავალი გაოხრებული სოფელი სამუდამოდ უკაცრიელი დარჩა”.

* * *

„მემკვიდრეობაში კაიზე მეტად ავი უფრო გამძლეა… ზოგი ისე გაჯიუტდება, რომ უკან-უკან იხევს, სიკეთის ნაცვლად ბოროტს ეტანება… თუ მოახერხა, სხვასაც ჩაითრევს, გადაშენების გზაზე დააყენებს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ბედი?! განა ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ჩვენი ბედის გამოჭედვა?..”

* * *

„ადამიანმა თავისი კუთხე უცილობლად უნდა იპოვოს…”

* * *

„ – რამდენჯერ მიფიქრია ჩემს სიცოცხლეში: საქმე ის კი არაა, თუ რა ხნის მოკვდება ადამიანი, საქმე ისაა, თუ რა გააკეთა, რა ვალი მოიხადა მან…”

* * *

„ფართოდ უნდა გავშალოთ მხრები ჩვენს ქვეყანაში, ფართოდ, ყველგან ფეხი უნდა მოვიკიდოთ…”

* * *

„დედა-ენა შეურყვნელად უნდა შეინარჩუნო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>