ამონარიდები ვალენტინ რასპუტინის რომანიდან – „ფული მარიასათვის”

„ღამით უმიზეზოთ არაფერი ხდება, ყველაფერი გაშინებს და გზარავს, ხვალინდელი დღეც რაღაც ძალზე შორეულად გეჩვენება და ჯერ კიდევ არ უწყი, საერთოდ გათენდება თუ არა, ეგებ რაიმე გადაიმსხვრა ოდითგან დაწესებულ დღეღამის წყობაში. ხომ შეიძლება სამუდამოდ სიბნელემ დაისადგუროს, ჩარჩეს და ჩაკვდეს. განა ვინმეს ძალუძს, დანამდვილებით იცოდეს, გათენდება თუ არა?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წვრილმან კაცს წვრილმანი უგროვდება”.

* * *

„ – ისეთ ქალს სად იპოვნი, გენაცვალე, კაცის ლოთობა რომ უყვარდეს?”

* * *

„ – ყველას შენი საზომით ნუ ზომავ”.

* * *

„თუ დახმარებაა, უანგაროდ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხში რომ იცხოვრო, კაცი უნდა იყო, თორემ ყველა აბუჩად აგიგდებს”.

* * *

„ცხოვრება რთულია, ცრემლითა და უბედურებით არის სავსე”.

* * *

„ყოველი ახალი დღე ყველასათვის ერთნაირად არ თენდება”.

* * *

„ხალხი სხვადასხვანაირია”.

* * *

„ადამიანი ეგრეა, როცა გეჩხუბება, ჰგონია რომ არ სჭირდები. მერე გონს მოვა და ხელახლა გეფერება, სათავისოდ გაგაწყობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>