ამონარიდები ვართან ატრიანის მოთხრობებიდან…
„ – უფალს ათას ერთი კარი აქვს, ათასი რომ დაუხუროს თავის მონას, ერთს მაინც ღიას დაუტოვებს”. – (მნათე მარტიროსი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოთმინება რკინიგზის ლიანდაგსა ჰგავს, მასაც აქვს თავი და ბოლო”. – (გალოს ფარანი)
* * *
„უფრო ძნელია ადამიანში კარგის დანახვა, აბა სცადეთ”. – (მეფუტკრე)
* * *
„ – რას იზამ, არიან ადამიანები,რომელთაც ადვილად დაარწმუნებ და არიან ისეთებიც, რომელთა დაყოლიება ძნელია”. – (მოლოდინი)
* * *
„ურწმუნო კაცი და უპატრონო ძაღლი ორივე ერთია”. – (მნათე მარტიროსი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასეა… ხსნა უცნობი და მოულოდნელი გზებით მოდის”. – (ექიმი ქალი)
* * *
„ – დიახ! თავისუფლების მოყვარულთ სამარცხვინო ტყვეობა სიკვდილზე აუტანლად მიაჩნიათ!”- (არწივები)
* * *
„ნამდვილი ღმერთი ადამიანის სინდისია, თვითონ კაცია ღმერთი”. – (მნათე მარტიროსი)
* * *
„ადამიანის სიცოცხლე მატარებელსა ჰგავს, როცა მწყობრიდან გამოდის, მიჰყავთ, ჩიხში აყენებენ და მორჩა და გათავდა…” – (გალოს ფარანნი)
* * *
„ყველა უდიდესი სიმამაცის ჩამდენ გმირს უყვარს სიცოცხლე! გმირი ის არის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად უყვარს სიცოცხლე”. – (შავარშ მამიანი)