ამონარიდები რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობებიდან…
„არ უნდა დაივიწყო, რომ ბედი ქარსა ჰგავს: ხან აქედან დაუბერავს, ხან იქიდან…” – (სუსანოო-ნო-მიკოტო ხანდაზმულობისას) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს, ან გაელვება. ოო, ენა ვერ იტყვის, რა სავალალოა ყოველივე ეს”. – (უსიერ ტყეში)
* * *
„ – არა არს სიკვდილ-სიცოცხლე ნებისაებრს კაცისა”. – (როკუნომიელი ქალი)
* * *
„როდესაც ორდენებით მკერდდამშვენებულ კაცს ვხედავ, ვფიქრობ, ნეტა რამდენი საშინელების ჩადენის საფასურად მოიპოვა ეს ორდენები-მეთქი”. – (გენერალი)
* * *
„ – მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია! და კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაულია უფრო მძიმე, თქვენი თუ ჩემი, – ვინ იცის?!” – (უსიერ ტყეში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედს უნდა მივენდოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია?” – (როკუნომიელი ქალი)
* * *
„სიკვდილი არავის ივიწყებს”. – (სუსანოო-ნო-მიკოტო ხანდაზმულობისას)
* * *
„საშინელი რამაა სიხარბე”. – (უსიერ ტყეში)
* * *
„რამდენიც უნდა იფიქრო და იმკითხაო, ადამიანის ძალას საზღვარი უდევს. სჯობს დამორჩილდე ბედს!” – (ჯადოქარი)
* * *
„თუკი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გინდა განუდგე, ჰქმენ, რაც გენებოს!” – (ო-გინი) – (ავტორი გენია.ჯი)