ამონარიდი ალექსანდრე კაზანცევის რომანიდან – „ალმოდებული კუნძული”
„ – შეხედეთ… – არა, მე კი არა! აი იმ ღრუბელს, ზევით რომ მიცურავს. ხედავთ?
- დიახ, ვხედავ.
- იცით, რას ნიშნავს?
- არა.
- ვიღაცის ბედნიერებაა. ვიღაცამ ხელიდან გაუშვა იგი.
- ბედნიერება? – გაოცდა კლინოვი.
- დიახ, დიახ. ყოველი ღრუბელი ბედნიერებაა. ადამიანებმა არ იციან თავიანთი ბედნიერების შენარჩუნება, ისიც გაურბის მათ და ცაზე დაცურავს. ზოგჯერ ცაში უამრავი ხელიდან გაშვებული ბედნიერება დაფრინავს. ასეთ დროს ყველა იღუშება და მე ადამიანები მეცოდება. საოცრად სულელები არიან ისინი.
- დაგრაგნილი ღრუბელი რას ნიშნავს, მის მოდ?
- იმას, რომ ხელიდან უამრავი ბედნიერება გაუშვეს. ასეთი ბედნიერება ჯერ სევდად იქცევა, შემდეგ კი ტირის.
- როცა ცა უღრუბლოა, ეს რაღას ნიშნავს?
- იმას, რომ ადამიანებმა ყოველი ბედნიერება ჰპოვეს!
- ესე იგი უღრუბლო ცის ქვეშ ხალხი უფრო ბედნიერია?
- უფრო ბედნიერია – დარწმუნებით მიუგო მოდმა”.