ამონარიდები ვლადიმერ იაკაშვილის რომანიდან – „ცეცხლის მზე”
„ – გველის წიწილაც გველია, შხამი მაგასაც დაუგროვდება!”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რას იზამ, მდიდარ კაცს ყოველთვის ემლიქვნელებიან, იქნებ ნასუფრალი გვერგოსო”.
* * *
„მავნებლობა მარტო ის ხომ არ არის, კაცმა ავი საქმე განგებ ჩაიდინო? ისიც მავნებლობაა, უნებლიეთ ისეთ საქმეს თუ აკეთებ, რასაც ზიანი მოაქვს ხალხისათვის”.
* * *
„ზოგჯერ იქნება ისე მოხდეს, მტერზე მოქნეულმა ხმალმა მოყვარე დააზიანოს”.
* * *
„ახლა ისეთი დროა, რაც ჩრდილში იქნები, მით უკეთესია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თუ ხელი ჩავიქნიეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს!”
* * *
„ღვინის სმაში ისევე ადვილია შერიგება, როგორც წაჩხუბება”.
* * *
„ცხოვრება მკაცრი რამაა”.
* * *
„ – იოლი ლობიოს ჭამაა”.
* * *
„უკიდურესობაში გადავარდნა ყველაზე ცუდი რამეა”. – (ავტორი გენია.ჯი)