ამონარიდები ვლადიმერ იაკაშვილის რომანიდან – „ცეცხლის მზე”

„ – ზომიერება ყველაზე ძნელი მისაგნებია.

- და ყველაზე მეტად საჭირო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ყველანი სასაცილოები ვართ, როცა საკუთარ თავთან მარტონი ვრჩებით”.

* * *

„ – ისწავლეთ, შვილო, ისწავლეთ, სწავლა ყველაფერია”.

* * *

„სულ იმაზე თუ ფიქრობ, სწორად ვიაროო, ფეხი უეჭველად გადაგიცდება. ხომ გივლიათ ლიანდაგზე?”.

* * *

„ყველა მაგრადაა, როცა საქმე სხვას ეხება. როცა საქმე შენიანისკენ მობრუნდება, მაშინ გულჩვილობას ვიჩენთ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დანით კაცის ცნობა არ შეიძლება”.

* * *

„უბედურება ისაა, როცა მოწინააღმდეგის გამტყუნება გვინდა, იმას ვაწერთ, რაც მას აზრადაც არ მოსვლია”.

* * *

„ზომიერება ყველაზე საჭირო რამეა”.

* * *

„აჩქარებით საქმე ფუჭდება”.

* * *

„ხმალი საჭიროა, მაგრამ უფრო საჭიროა, იცოდე მისი მოქნევა ისე, რომ მტერს ჩეხდეს და მოყვარეს არა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>