ამონარიდები ვლადიმერ იაკაშვილის რომანიდან – „ცეცხლის მზე”
„ – ბუასტს უთქვამს, ქვეყანაზე იმისთანა კაცი არ არის, თუნდაც ძალიან ბედნიერიც იყოს, უკან მიიხედოს და არ ამოიოხროსო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქვეყნად ბოროტი ხალხიც არის, მაგრამ კეთილს რა გამოლევს!”
* * *
„ადამიანები თვითონ იდებენ ფასს”.
* * *
„ღმერთებზე ჭორაობა ვის გაუგონია!
* * *
„ – თავიდან არავინ არაფერი იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის სულში სულ ცოტა ასი ჭინკა მაინც ზის. იმათში ცერცეტიც ბევრია და დალაგებულიც, მხდალიც და თავზეხელაღებულიც. ადამიანი ის არის, რა ჭინკაც ფხიზლობს იმ წუთში მის სულში”.
* * *
„ – ადამიანები ჭიანჭველებსა ჰგვანან: დაფუსფუსობენ, რაღაცას ჰქმნიან, რაღაცაზე დაობენ, ჰგონიათ, თითქოს იციან, რაც უნდათ, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ იციან”.
* * *
„ – გაცნობას მარტო დრო როდი განსაზღვრავს, გამოცდილებით შეძენილ ალღოსაც აქვს მნიშვნელობა. საამისოდ ზოგს თუ წლები სჭირდება, ზოგისთვის თვალის შევლებაც საკმარისია”.
* * *
„ზოგჯერ ერთი გამოხედვაც ბევრს ლაპარაკობს”.
* * *
„ყველაზე მეტად დუმილით ცრუობენ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)