ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”

„ – უცბად კი გადის დრო, შვილო, მაგრამ რამდენი რამ იცვლება ამ სიუცბათეში?!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წუთისოფელი ბედის ტრიალია”.

* * *

„ყველას თავისი წილი აქვს საომარი”.

* * *

„ – ეჰ, კარგია, ბაბა, სახლი და წყნარი ცხოვრება, მარა გაჭირვება რომ არ გაყენებს?”

* * *

„მოსვენებული კაცი მიწაშია მარტო…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად ბევრი ისეთი ამბებიც ხდება, რასაც ვერც გაზეთში ამოიკითხავ, ვერც საღვთო წიგნებში და ვერც ეფრემვერდში”.

* * *

„წესების შეცვლას ყოველთვის დამარცხებული ცდილობს”.

* * *

„კაცი ის არის, ვინც განზე გახტომას კი არ ლამობს, არამედ მშვიდად მიჰყვება საკუთარი დროის დინებას”.

* * *

„ამბობენ, სასუფეველს ის იმკვიდრებს, ვინც არაფერს თხოულობსო”.

* * *

„მხოლოდ კაცმა იცის, რომ სიკვდილი ელოდება. მხოლოდ კაცს გაუცნობიერებია წუთისოფლის ამაოება და მაინც ეწევა ცხოვრების მძიმე ჭაპანს, მაინც მიემართება მომავლისაკენ და ებღაუჭება ისეთ რაიმეს, რაც გულის სიღრმეში თვითვე იცის, რომ წარმავალია და ამაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>