ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”

„დედა ადამიანისათვის არა მხოლოდ ხორცშესხმული არსებაა, არამედ გაუცნობიერებელი მისწრაფება, რომელიც უსაზღვრო ნუგეშს გპირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება ბრძოლას წააგავს, რომელიც მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს ყოველივე მოულოდნელისა და გაუთვალისწინებელის მიმართ, და არა მხოლოდ ჭვრეტას და ოცნებას”.

* * *

„სამართლიანობა ყველას თავისებურად ესმის”.

* * *

„ – შევარცხვინე მაგისთანა მთავრობა, თავის ხალხს რომ მარტო ტოვებს გაჭირვების ჟამს!”

* * *

„ – როცა ყველა თანასწორი ვიქნებით, მაშინ დადგება თავისუფლება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცვალებადი რამ არის ცხოვრება, სადაც ადამიანი შემთხვევით იბადება და შემდეგაც შემთხვევების გრძელი ჯაჭვი მიათამაშებს მას თავის ნებაზე”.

* * *

„ – ომი ყველაფერს აზრს უკარგავს”.

* * *

„ქვეყანას ხშირად უღირსი ადამიანები განაგებენ, შვილო, მაგრამ ეს კიდევ არ არის საბაბი საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმისა!”

* * *

„ყოველი კაცი თვითმყოფი სამყაროა, ყოველმა კაცმა თავად უნდა გაიკვლიოს გზა, ყოველმა კაცმა თვითონ უნდა აირჩიოს ცხოვრების გეზი”.

* * *

„კაცის საწყისის ბნელ ჯურღმულებში ჩაბუდებული თვისებები გზას უკაფავს ქვენა გრძნობებს, ყოველივე მიწიერს და დაკნინებულს, თუმცა ზოგჯერ რომელიმე დიადი სულის გამოვლინება ანათებს ცის ტატნობს, მაგრამ ეს ზეციური აღმაფრენა, რომელიც ღმერთთან გაახლოებს, შეუმჩნეველი რჩება თავდახრილი ადამიანებისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>