ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის მოთხრობიდან – „რითი ვჯობივარ მამაჩემს”
„ღმერთი კი უნდა იწამოს კაცმა, ნამდვილად უნდა იწამოს. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ყველაზე დიდი ღმერთი სიკეთეა, რომელიც კაცს მაგრად ჩასჭიდებს ხელს, ავ ზნეს მოაშორებს და ამ ქვეყანაზე პატიოსან ადამიანად ატარებს. ასეთ ღმერთს სანთლის დანთება კი არ უნდა, ასეთი ღმერთისთვის შენ თვითონ უნდა იწვოდე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშობელი თუ არ გიყვარს, ქვეყანაზე არაფერი და არავინ გეყვარება”.
* * *
„ – თავი ისე უნდა დაიჭირო, რომ ვერავინ შემოგბედოს”.
* * *
„რასაკვირველია, გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს უფრო მეტად სჭირდება მეგობარი”.
* * *
„ისე ძალიან რა გატკენს გულს, როგორც მეგობრის ღალატი, მერე როდის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუტიაობას ისა სჯობს, რომ პირში ვუთხრათ სიმართლე”.
* * *
„კარგი სტუმრის წვევით მასპინძელს სახლ-კარი გაუნათლდება, სტუმარს კი მზედ უღირს კარგი მასპინძლის ღიმილი”.
* * *
„მჯერა, რომ ცხოვრებას თავისი დიდი კიბე აქვს დიდებისაკენ და ამ კიბის ყველა საფეხურზე თუ არ დადგი ფეხი, რამ უნდა გაცოცხლოს?!”
* * *
„ეს ასეა, რკინა ჯერ გაახურო, მერე გააცივო. ამბობენ, ასე ფოლადს აწრთობენო. ალბათ მოზარდი თაობის გამოსაწრთობად განგებ არის ისე მოწყობილი, რომ ზოგი მასწავლებელი კარგია, ზოგი თვითონ გასარდელი და საწავლებელია. დიახ, ვინც რა უნდა თქვას, მე ასეთი შეხედულება მაქვს მასწავლებლებზე და მას ვერავინ შემაცვლევინებს”.
* * *
„ – მართალია, სიტყვა ცხენი არ არის, რომ ლაგამი ამოსდო, მაგრამ სიტყვის საბუდარი ხომ შენს გონებაშია. ნუ ააფრენ ისეთ რამეს, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)