ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”
„ – მიწა ფულით არ იყიდება, შე უპატრონო, სისხლით და ოფლით უნდა მიწას შოვნა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამშობლო ყოველი კაცისთვის მიწიერი ღმერთის ტოლფარდია”.
* * *
„ადამიანი იგივეა მარად და მარად, არ სდევს ჟამთა სვლას. როგორც არ უნდა განვითარდეს, როგორც არ უნდა იცვალოს სახე, ერთი არსია მაინც იგი”.
* * *
„ყველაფერს მოწიწებითა და მოთმინებით უნდა შეხვდე ამქვეყნად, თუ გსურს ჭეშმარიტებას მიაკვლიო”.
* * *
„ცხოვრება სიამოვნება კი არ არის, არამედ შემეცნება, ღმერთისკენ მიმავალი გზა სულისთვის…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მამულის სიყვარული ზოგიერთთათვის საკუთარი სოფლისა და ეზო კარ-მიდამოს სიყვარულით იფარგლება”.
* * *
„რამდენ რამეს იგონებს კაცი თავისივე მოყვასის მოსასპობად, რაა მიზეზი ამ სისასტიკის?”
* * *
„გარეშე მიზეზებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ადამიანი ისეთ ცხოვრებას იქმნის, როგორიც თავად არის”.
* * *
„განა ცოტა იყო ისეთი ქართველი, რომელსაც სამშობლო მევალედ წარმოედგინა, რომლისგანაც ყველაფერი უნდა მიიღო, თავად კი არაფერი არ უნდა გასცე?”
* * *
„უაზრობა არ არსებობს ამ სამყაროში, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)