ამონარიდები კნუტ ჰამსუნის რომანიდან – „მისტერიები”

„მეორეჯერ, მართლაც აღარაფერია საინტერესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, შინ თუ გარეთ, ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან, ყველგან ერთი და იგივე უხამსობა, სიცრუე და აუტანელი ურცხვობა მეფობს – დაწყებული მათხოვრიდან, ჯანსაღ ხელს რომ იხვევს, ცის ლაჟვარდით გათავებული, რომელიც როგორც ცნობილია, მხოლოს ოზონია და მეტი არაფერი”.

* * *

„დიახ, გენიოსებს არ ვეთაყვანები, მაგრამ მათი ნაღვაწის შედეგს კი თაყვანსა ვცემ – იმ ნაღვაწს, რომლისთვისაც ყველა გენიოსი უბრალო იარაღი, ასე რომ ვთქვათ, ერთი უბადრუკი სადგისია, რომელიც ნახვრეტის გასაკეთებლადაა შექმნილი…”

* * *

„დიდი ადამიანი თქვენ პატარა კაცი ხომ არ გგონიათ? დიდი ადამიანი ისეთ თვალუწვდენელ მწვერვალზე დგას, რომ ყველაფერს ზევიდან დასცქერის. ლავუაზიე ითხოვდა, სანამ რაღაც ქიმიურ გამოკვლევას არ დავამთავრებ, თავი არ მომკვეთოთო. ეს კი იგივეა, რომ თქვა: „ფეხს ნუ ადგამთ ჩემს ნახაზებს”.

* * *

„ოჰ, რა უბადრუკი, უნდილი და დაბეჩავებული გახადა ხალხმა ღვთით ბოძებული ჩვენი სოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად ყველაფერი პირობითია, ისეთი მცნებანიც კი, როგორიცაა დრო, სივრცე, მოძრაობა, მატერიაც კი”.

* * *

„არა, სიცოცხლე არცთუ ისე ურიგოა, ხანდახან კი სულაც ჩინებულია!”.

* * *

„ბრმად ნუ მიენდობით ხალხს”.

* * *

„დიახ, რას იზამ, ადამიანები მართლაც არ იცვლებიან!”

* * *

„ – აბა, როგორ შეიძლება ცოცხლად თავის დამარხვა? იცოდეთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>