ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ფულს ღორიც არ ჭამს, იმნაირი გლახა სუნი აქვს”. – რევაზ მიშველაძე (პროვინცია) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს ღმერთი განსჯის, როცა საბოლოოდ და სამარადჟამოდ დაშოშმინდება კაცთა მოდგმა”. – თენგიზ გოგოლაძე (ბალადა სამკუთხედ ბარათზე)
* * *
„ისეთი დრო მოდის, თავადიშვილობას და გლეხიშვილობას ფასი არ ექნება. განათლებული კაცი იქნება თავადი და გაუნათლებელი – გლეხი”. – გურამ გეგეშიძე (ხმა მღაღადებლისა)
* * *
„მოზარდებს კი არა, მოზრდილებსაც გვეშლება ბევრი რამ”. – თენგიზ გოგოლაძე (შუქი სიკეთისა)
* * *
„რაც უფრო შევედი წლებში, სიბერეში, რაც უფრო შევიცანი ცხოვრება, მით უფრო გამიჭირდა”. – დავით კვიცარიძე (მწვანე ქალაქი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა გული უგრძნობს კაცს, ნუ აუხირდებით, თქვე კაი ხალხო, ზოგი რამ გულისთქმასაც დაეჯერება”. – რევაზ მიშველაძე (გულისთქმა)
* * *
„ – შენ რა გქვია? ტიტე? ნუ გეწყინება და ქვეყანაზე ბევრი უკეთესი სახელი არსებობს, მაგრამ შენ შენს სახელს უნდა მოუარო და გაუფრთხილდე. შენ მხოლოდ ტიტე უნდა იყო და სხვა არავინ. შენ შენი საქმით უნდა შემატო სილამაზე შენს სახელს, რომ თქვან, ტიტე კარგი სახელიაო. შენ ტიტე ხარ და არასოდეს არ იქნები ერეკლე მეფე, რაგინდ კარგი მეომარიც არ უნდა იყო, არც რუსთაველი იქნები – რაგინდ კარგი ლექსიც არ უნდა დაწერო. მიხვდი რას გეუბნები?” – (შუქი სინათლისა)
* * *
„ადამიანის გონებაში უსაზღვრო ადგილია, ძველიც თავისას იკავებს და ახალიც, ათასი რამ გროვდება გონებაში და დავიწყებას არასოდეს არ ეძლევა მნიშვნელოვანი”. – (შუქი სინათლისა)
* * *
„ალბათ, ათასში ერთ კაცს შეუძლია დაჩემებული ბოლომდე გაიტანოს”. – რევაზ მიშველაძე (ფეხბურთელი)
* * *
„რა შეუბრალებელი ხალხი ხართ ჟურნალისტები? მაინც, ჰა? ახალი უბედურება გინდათ დატრიალდეს? სულ ნერვების აშლა…” – თენგიზ გოგოლაძე (შუქი სინათლისა) – (ავტორი გენია.ჯი)