ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„მტყუანს სიმართლის კარებამდე უნდა მიჰყვე, თორემ ქვეყანას მართალი ეგონება და სიმართლე დაიჩაგრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი რომ თხოულობს, თუნდაც მართლა ძალიანაც უჭირდეს, მეორეს უნდა ჰქონდეს რამე, რომ განიკითხოს”.
* * *
„უბედურება ისე აუხვევს ხოლმე კაცს თვალებს, რომ სწორად ვეღარას ხედავს”.
* * *
„მე რომ მკითხონ, მარტო თავის საქციელით არის ადამიანი უკვდავი”.
* * *
„სულ ყველაფერს დაივიწყებს ადამიანი, ჭირსაც, ლხინსაც, და სიყმაწვილეში ნახულს და გაგონილს კი თავის დღეში არა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც არა იცის რა და არც საშუალება აქვს სწავლისა, ისე განვლის წუთისოფელს, როგორც ერთი უბრალო ხარი: თავის დღენი სხვისთვის იმუშავებს, თავისი შრომით სხვას გაამდიდრებს და როდესაც დაბერდება და დასუსტება, ჭიტლაყს ჰკრავენ – აღარ მოგვშორდები, რას ჩაგვციებიხარო!”
* * *
„რამდენ ჭკვიან და მცოდნე კაცს დაუნებებია თავი სასარგებლო საქმისათვის მარტო იმის შიშით, რომ ქვეყანა მასხრად ამიგდებსო”.
* * *
„ღმერთო, რაგვარ ამცირებს ადამიანს სიღარიბე! დიახ, სიღარიბე და ცუდი მაგალითი”.
* * *
„შიმშილი უფრო მძლავრი ყოფილა, ვიდრე დაპატიმრების შიში”.
* * *
„ვაი იმ კაცის ბრალი, ვინც მფლანგავ ცოლს აჰყვება!”
* * *
„წიგნის უცოდინარობა სწორედ რომ პირუტყვად ჰხდის ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)