ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – „დონ კიხოტი”
„სიყვარულს ორი მტერი ჰყავს: შიმშილი და და მუდმივი გაჭირვება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოვლის ცხადმყოფი დრო არაფერს დატოვებს დაფარულსა და გამოუმჟღავნებელს, თვით მიწის წიაღიდანაც კი მზის სინათლეზე ამოიტანს ყველაფერს”.
* * *
„დროთა და ჟამთა ცოდნა მარტოოდენ უფალს თუ ძალუძს, ვისთვისაც არ არსებობს არც ნამყო და არც მყოფადი, არამედ – მხოლოდ მარადიული აწმყო”.
* * *
„ვინც ბევრს კითხულობს და ბევრს მოგზაურობს, ბევრ რამეს ხედავს და ბევრიც იცის”.
* * *
„ამ ჩვენს დროში ვინ მოსთვის, რამდენი ნიჭი უკვალოდ იკარგება და ქრება, რადგანაც სათანადო გამოყენებას ვერ პოულობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთხელ რომის ძლევამოსილ იმპერატორს ჰკითხეს, როგორი სიკვდილია ყველაზე უკეთესიო, რაზედაც მან უპასუხა – სწრაფი და მოულოდნელიო”.
* * *
„ყოველი ჩვენგანის ვალია, პატივს ვცემდეთ მოხუცებულებს”.
* * *
„მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყნად ყოველგვარი სიხარული ისევე მსწრაფლმავალია, როგორც ჩრდილი თუ სიზმარი, და ისევე მალე დაჭკნება, როგორც შროშანი ველისა”.
* * *
„ზოგი წელებზე ფეხს იდგამს იმის გასაგებად და გამოსაძიებლად, რასაც, გაგებისა და გამოძიების შემდეგ, არც ჩვენი გონებისა და არც ჩვენი მეხსიერებისათვის, ჩალა რა არის, იმისი ფასიც არა აქვს”.
* * *
„რაგინდ ღარიბიც არ უნდა იყოს, ქველსა და ღირსეულ კაცს არასოდეს შემოაკლდება მეგობრები, რომლებიც მზად არიან, მხარში ამოუდგნენ, პატივი სცენ და გაჭირვების ჟამს დაიფარონ, ისევე როგორც მდიდარს არასოდეს დაელევა მლიქვლელნი და მაამებელნი”. – (ავტორი გენია.ჯი)