მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
„ქალი კი არა ვარ, რომ ვინმემ მაცთუნოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაცილებით ადვილია შეიყვარო ის, ვინც გაღმერთებს, ვიდრე თავი შეაყვარო იმას, ვისაც სძულხარ”.
* * *
„მადლობას ვწირავ ზეცას, რომ გულჩვილობა და ლმობიერება მომმადლა და მოყვასთა მიმართ ბოროტის კი არა, კეთილისმყოფლად შემქმნა”.
* * *
„ამ ჩვენს დროში, ბატონო ჩემო, მქონებელნი უფრო დალხინებულნი არიან, ვიდრე სწავლულნი და განათლებულნი. ოქროსკურტნიანი ვირი გერჩიოთ უბრალოუნაგირიან ბედაურს”.
* * *
„იმისთანა ნიჭი და უნარი რა ვთქვი, ფულად რომ ვერ აქცევ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მკვიდრად ნაშენი სახლი მხოლოდ მტკიცე საძირკველს თუ შეიძლება დაეფუძნოს”.
* * *
„ბედის ბორბალი წისქვილის ქვაზე ჩქარა ტრიალებს”.
* * *
„სინდისს მაინც სადღა წაუხვალ”.
* * *
„ვერსად ჰპოვებ იმნაირ სიმშვიდესა და ნეტარებას, როგორსაც შენი მიჯნურის მკერდზე”.
* * *
„სიცრუე თავის დღეში არ მითქვამს!” – (ავტორი გენია.ჯი)