ამონარიდები ბორის ჩხეიძის რომანიდან – „მწვანე ხოდაბუნი”
„ყურში ჩაწვეთებულ სიტყვას მთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგმა შესძლებია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცი, რად გვიყვარს თურმე შვილები? იმად, რომ ისინი არიან ჩვენი უკვდავებასთან დამაკავშირებელი მაგარი ბაგირები”.
* * *
„ – ადამიანს თავის თავი გატყიპავს. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.
* * *
„მარტოობა ადამიანის შესაფერისი მდგომარეობა არაა”.
* * *
„ – ქალს ის მამაკაციც კი ერთი წუთით არ დაავიწყდება, ერთხელ, ისე, უბრალოდ, ძეძვის ეკალივით მის კაბის კალთას რომ გამოსდებია რაღაც შემთხვევით. ქმარი ხომ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალის გაჩენის აზრი გათხოვებაა, ვაჟისათვის – ცოლის შერთვა. დააკელი მათ ეს, გადექ განზე და დაკვირვებით შეხედე. შნო და ლაზათი არა აქვს მათ მიწაზე ღოღვას, გაუთხოვრად დარჩენილ უშობელ-უნაყოფოებს, აქაოდა ისინიც ადამიანის შვილები არიანო, ძალაუნებურად გვერდს ვერ აუვლი, თორემ ცოცხლებში ჩასათვლელებიც არ არიან. ისინი მოდგმის ის უკანაკნელი ნაშიერნი არიან, რომლებმაც უკვდავებაზე უარი თქვეს. მათ აღარავინ უყვართ, სძაგთ ყველა და ყოველივე. მკითხავ, რათაო? გეტყვი: იმიტომ, რომ დამბადებლობაზე, შემქნელობაზე ან უარი სთქვეს, ან ბუნებამ გამოსწოვა მათ ეს უნარი”.
* * *
„შერცხვენილ, პირშავ კაცს იმდენი ფასი აქვს, რამდენიც კახპა დედაკაცსა და უჯიშო შავ ძუკნას”.
* * *
„ვის გაუგონია წყალგაუჟონავი ხე და თიხა? ქალიც ასეა. არ შეინახავს საიდუმლოს”.
* * *
„ – ხელებმა რომ წესრიგიანად იმუშაონ, ამისათვის კაცს მხრებზე კომბოსტოსი კი არა, ჭკვიანი თავი უნდა ებას”.
* * *
„ნუ დაგამგვანოს გამჩენმა ისეთ კაცს, ვისაც ქვადაუდებლად დარჩენილი დედის საფლავი დავიწყებისათვის მიუცია, თვისტომის სისხლი საღვრელად არ ენანება”. – (ავტორი გენია.ჯი)