ამონარიდები ესა დე კეიროშის რომანიდან – „პადრე ამაროს დანაშაული”

„ჰოი, რაოდენ დიდი მომხიბლაობა იმალება ყოველგვარ ცოდვაში!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – თუკი სადმე კიდევ მოიძებნება ჭეშმარიტი რწმენა, მხოლოდ სოფლად”.

* * *

„ხელოვნება რელიგიას შეუდარებელ ელფერს აძლევს”.

* * *

„ – რელიგიას შეუძლია და უნდა ემსახურებოდეს კიდეც მთავრობას წესრიგის დაცვაში, იგი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლაგამი…”

* * *

„მართალია, ოქროს ყველაზე მაღლა არ უნდა ვაყენებდეთ ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს მხარე მაინც დიდად საყურადღებოა და მომავალში, შესაძლოა, გარკვეული მნიშვნელობაც მიეცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მაშ რანაირი არსებაა ქალი, თუ ღვთისმეტყველებას ხან საკურთხეველზე აჰყავს იგი, ვითარცა ლმობიერების მეუფე, ხან კი უხეშად, ტლანქად ლანძღავს? რაოდენ დიდი უნდა იყოს მისი ძლევამოსილება, თუ წმიდანთ ლაშქარი, ხან ექსტაზით ემხრობა მის ფერხთა ქვეშ და ციური სამეფოს მპყრობელად სახავს, ხან შიშით, სიძულვილის ბღავილით გაურბის ვითარცა უწმინდურ სულს? გაურბიან, იმალებიან მონასტრებსა და სავანეებში, კვდებიან იქ დასჯილნი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გულში გაივლეს ქალის სიყვარული და წაიბილწნენ?”

* * *

„ყველა ქრისტიანის ვალია ვნებათ დაცხრომა, ხორცის დათრგუნვით”.

* * *

„ფულს ანგარიში უყვარს და ამ საქმეში სიზუსტის გამოჩენა მეგობრობას ხელს არ შეუშლის”.

* * *

„ყველა ერთნაირად ილტვის თავისუფლებისაკენ!”

* * *

„განაგრძეთ, შვილო ჩემო, კეთილ გზაზე სვლა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>