ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„ცრუა წუთისოფელი: გაგაქცევს, გაგაქცევს და როგორც იტყვი – აგერ მივედი, მიზანს მივაღწიეო, წაგაბორძიკებს და ყირამალა დაგატრიალებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს მკლავი უჭრიდეს, თორემ საქმე არსად მოაკლდება”.

* * *

„ჟამნი რბიან და ჩვენცა გვცვლიან!”

* * *

„ცუდია მუცლის აყოლა: გულს მუცელი გადაეფარება და ადამიანს ჭამისა და სმის გარდა აღარა მოაგონდება რა!”

* * *

„ხალხი ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს ხოლმე იმას, რაც იმისთვის სასარგებლოა. ეს არის ხალხის უბედურება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს თავის ხსნა და თავისუფლება ერთ დღეს კი არ უნდა უნდოდეს, ან ერთ თვეს, ან ერთ წელიწადს, არა; ისე უნდა გაუჯდეს სულში და გულში ეს ნდომა, რომ მის მეტი არც დღე და არც ღამე არა აგონდებოდეს რა”.

* * *

„როცა თავისუფლებისთვის იღწვის ადამიანი, ტვირთის სიმძიმეს არ უნდა გრძნობდეს”.

* * *

„სიცოცხლე ცრემლის ზღვა არის”.

* * *

„ყველაფერი შეიცვალა და ქალები ისევ ისეთები არიან, როგორიც ყოველთვის ყოფილან”.

* * *

„საქმე მომავალია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>