ამონარიდები ესა დე კეიროშის რომანიდან – „პადრე ამაროს დანაშაული”
„ – სიყვარული? აა! რა თქმა უნდა! სიყვარული დიდებული, შესანიშნავი რამ არის, ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ძალაა. საჭირო კალაპოტით მიმართულ ამ ძალას ახალი სამყაროს შექმნა, მორალური რევოლუციის მოხდენა შეუძლია, მაგრამ მერწმუნე, მეგობარო, რომ ძალიან ხშირად სიყვარულს ვარქმევთ სულ სხვა გრძნობას და იგი გულში კი არა, სულ სხვა ადგილას ბუდობს. სიტყვა „გულს” ზრდილობის გამო ვამბობთ, მხედველობაში კი სხვა ადგილი გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ იმ ადგილშია საქმე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ავი ენა რას არ იტყვის”.
* * *
„მთავარია, ადამიანს სინდისი ჰქონდეს სუფთა… სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა…”
* * *
„ჩემი ღმერთი თვით ჩემშია!”
* * *
„კაცი კაცად უნდა დარჩეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეეჰ! რა არის ცხოვრება – სევდა, მწუხარება, სიღატაკე, გაცრუებული სიყვარული, გულნაკლულობა, ავადმყოფობა!”
* * *
„შრომა უდიდესი ქველმოქმედებაა”.
* * *
„ქალი მსხალივითაა: როცა დამწიფდება, გვერდებს გაივსებს, მაშინ არის კარგი. სწორედ ამ დროს უნდა გაუსინჯო გემო”.
* * *
„ქვეყნად რომ მარტო ღატაკები ცხოვრობდნენ, სასუფეველი დამკვიდრდებოდა დედამიწაზე!”
* * *
„წინ, პროგრესისაკენ!” – (ავტორი გენია.ჯი)