ამონარიდები ბორის ჩხეიძის რომანიდან – „მწვანე ხოდაბუნი”
„აი დედასა, რა შეუბრალებელი მტერია ხნოვანება ადამიანისათვის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთმანეთისადმი ზრუნვა რომ ჭკუამოკლეობა იყოს, მაშინ ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა”.
* * *
„სამარის კარამდე ისწავლე, ისწავლე, სულ ისწავლე და მიწას კი მაინც უგუნური ჩაებარები”.
* * *
„ქალების მოკლე ჭკუის მიზეზის ახსნა თვითონ გამჩენსაც გაუჭირდება”.
* * *
„ქება კაცს, თუნდაც დაუმსახურებლად აქებდნენ, რათ უნდა ეწყინოს. განა ქება გინებაა?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს რა ყოფილა წუთისოფელი”.
* * *
„ – ვინც რა უნდა ისა თქვას, ჩემმა წისქვილმა კი ფქვას!”
* * *
„სიცოცხლე მაინც ტკბილია”.
* * *
„სიტყვის პირნათლად შესრულება? დიდად მხიბლავს ადამიანში ეგ ზნე”.
* * *
„ – ისე, შენ ჭკუაზე, ვერც ერთი რძალი ვერ გაატარე და მოიყვანე?
- ვერა. აბა როგორ? ერთ არაკს გეტყვი ამაზედა.
- ბრძანე.
- ღმერთმა შეიბრალა ეშმაკები, ეყოფათ მუცლით ხოხვა, მოდი ისევ ანგელოზობას დავუბრუნებო. თურმე მიიწვია ყველა ცაში და უთხრა, ინებეთ, ისევ ჩემ კარზე თქვენი თანამდებობებიო. არ გვინდაო, უთქვამთ უარი ეშმაკებს. ჩანს კარგად ხართ მიწაზეო – შეუნიშნავს უფალს. სულ კარგად არა, მაგრამ მაინც იქ გვირჩევნიაო – დასდგომიან თავისას ეშმაკები. ამდენ ხანს მაინც რა გაჩერებთ მიწაზე – უკითხავს კვლავ გაოცებულ უფალს.
ერთი რამ გვაქვს კიდევ მიუდგომელი და შეუცდენელი. იმას რომ მოვრჩებით, მაშინ გინდა ცაზე ვიქნებით და გინდა ისევ ეშმაკად დაგვტოვე დედამიწაზე. რაო? უკითხავს უფრო გაოცებულ ღმერთს. წამომდგარა სულ მთავარი ეშმაკი და მოუხსენებია:
- ყველა მთაზე ვართ, ყველა ხევსა, ბარსა, მდინარესა და ბურდში ვბუდობთ. უთვალავი ბერი და მონაზონი შევაცდინეთ. ყველა სახის იარაღის მოცარვა შევძელით. მარტო ხანჯალს ვერა დავაკელით რა. ტარი თქვენგან დალოცვილ, ეშმაკისათვის შეუვალ მარჯვენაში უჭირავს პატრონს. ამ პირზე დავჯექით – გაგვჭრა. იმ პირზე გადავედით – უარესი დაგვმართა, წვერზე დასკუპება ვცადეთ – შეგვესო. ადამიანებში კი მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ვერაფერი დავაკელით რა. შევუჩნდებით ცოლს, დავიყაბულებთ, ის არის მიზანს მივაღწიეთ და გვეუბნება: მოდი ერთი ჩემ ქმარს ვკითხავ, რას მეტყვისო. დავუტრიალდებით ქმარს – გვეტყვის უეცრად, მოდი ერთი ჩემ ცოლს ვკითხავ, ის რა აზრისა არისო.
- აი, ხედავ, თურმე ეშმაკმა ვერაფერი დააკლო შეთაბუნებულ ცოლ-ქმარს, მე რას ვუზამ?” – (ავტორი გენია.ჯი)