ამონარიდები კნუტ ჰამსუნის რომანიდან – „მისტერიები”
„ბოლოს და ბოლოს ყველა ტყუილს ერთი ფასი აქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან რას არ ჩაიდენ კაცი!”
* * *
„ეჭვი არ არის, ძუნწი, დაქიმითულ-დახარბებული კაცი მართლა მსხვერპლს იღებს, როცა რაიმეს გასცემს; ამიტომაც მწამს, როცა ასეთი კაცი თავს აჯობებს და ერთ ერეს გაიღებს, უფრო მეტი პატივისცემის ღირსია, ვიდრე მე და თქვენ, როცა ჩვენს სიამოვნებას ერთ კრონსა ვწირავთ”.
* * *
„საქმე ის კი არ არის რა გწამს, არამედ როგორ გწამს…”
* * *
„ერთი მითხარით, ვინ აღარ ტყუის? ფარულად თუ აშკარად, ყველა ტყულს იშველიებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა კაცს მილეთის ხალხთან გიხდება საქმის დაჭერა, ძალაუნებურად მათი ასავალ-დასავალის ცოდნაც გმართებს”.
* * *
„როცა ღამე ძილი არ გეკარება, რას აღარ მისწვდება ხოლმე კაცის ფიქრი!”
* * *
„ყველას აქვს უფლება, თავისი შეხედულება დაიცვას!”
* * *
„ყველაფერს საზღვარი აქვს – ასევე ქველმოქმედებასაც!”
* * *
„ვინ იცის, რა საოცარი, უცნაური და მშვენიერი რამ აღარ ხდება ამ ჩვენს ცოდვილ დედამიწაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)