ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„ყოველთვის როდი უნდა მოიპოვო გამარჯვება მხოლოდ ხმლით… ზოგჯერ უფრო გონივრული ცბიერებით…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდესაც ღმერთი სიცოცხლის ხანგრძლიობას ანაწილებდა, კაცს მხოლოდ ოცდაათი წელი მისცა, ვირს – ორმოცი, ღორს კი სამოცი. კაცი არ დაფიქრებულა და ღმერთი დაიყოლია, რათა ვირისთვის ოცი წელი წაერთმია და კაცისთვის მიეცა, უფრო მეტად არ დაფიქრებულა და ღმერთსაც თავი მოაბეზრა, სანამ ღმერთმა ღორის ორმოცი წელი არ მისცა, რომელზედაც ჭკვიანმა ღორმა თვითონ თქვა უარი. და იცოდეთ, კაცმა თუნდაც ას წელს იცოცხლოს, ადამიანურად მხოლოდ ოცდაათ წელს ცოცხლობს, დანარჩენ ოცს, როგორც ვირი და ორმოცსაც, როგორც ღორი”.
* * *
„ – ჩემო პაატავ, ნუ იქმ იმას, რაც უკვე სხვას უქმნია… ესწრაფვოდე ახალს, მხოლოდ შენგან გადაწყვეტილს. განაცვიფრებდე შენი აზრებით და, თუნდაც ამ გზაზე მარცხი განიცადო, ამას უფრო გაპატიებენ, ვიდრე სხვების მიერ წინასწარ გადაწყვეტილ გამარჯვებას…”
* * *
„ყურადღება მიაპყარ ყოველივეს, რაც კი გზაზე გიძევს”.
* * *
„ – ქალის ჭკუა მისი სილამაზით როდი განიზომება…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხის მოტყუება შეიძლება, მაგრამ ქალისა კი – ერთობ ძნელია”.
* * *
„ნათქვამია: თუ გაღმა გასვლა გინდა, ხიდი გამოღმიდან დაიწყეო”.
* * *
„არის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ხშირად თვით გულმოდგინედ შემუშავებულ გეგმებსაც ფუშავენ”.
* * *
„იცით, მეგობრებო, ცხოვრებას ტყუილად ემდურით, თვით ადამიანია ყველაფერში დამნაშავე”.
* * *
„მიუხვედრელობა მორიელზე მავნებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)