ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მოუთმენლობა გულისა”
„თუ ერთხელ ჩასწვდი ადამიანის ბუნებას, რაღაც საიდუმლოებრივი კანონზომიერებით სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს ახდენ და თუ მომადლებული გაქვს იმის უნარი, რომ ამქვეყნად სხვისი ტანჯვა-ვაება ერთხელ მაინც ჭეშმარიტად განიცადო, მაშინ ამ მაგიური გაკვეთილის შემდეგ უკვე ყოველგვარი უბედურება შეგიძლია გაიგო, ერთი შეხედვით თვით ყველაზე უცნაურიცა და აბსურდულიც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სჯობს ძილში ჩანდე სასაცილო, ვიდრე ღვიძილში”.
* * *
„ – დიახ, დიახ, სვებედნიერნი ჟამთ დინებას ვერ აღიქვამენ”.
* * *
„რა ღვთით მომადლებული ბედნიერებაა, რომ სახიჩრებს, გონჯებს, ბედისაგან დაჩაგრულებს ძილში მაინც აღარ ახსოვთ თავიანთი სხეულის მანკი, რომ ამაოდ მაცდურ სიზმარში მაინც ესახებათ თავიანთი თავი ლამაზებად და სრულყოფილებად, რომ თვლემის ბურუსით გარემოცულ ზმანებათა სამყაროში მაინც ახერხებს ტანჯული თავი დააღწიოს იმ წყევლას, რომლითაც შერისხულია მისი სხეული”.
* * *
„არსებითად ადამიანი მთლიანად მხოლოდ მაშინ ავლენს თავის რაობას, როდესაც ლაღად გრძნობს თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ მაშინ გრძნობ შენი არსებობის აზრსა და მოწოდებას, როდესაც იცი, რომ სხვებისთვისაც რაღაცას წარმოადგენ”.
* * *
„სამსახური მოუსვენარი ფიქრებისაგან ერთგვარად ანთავისუფლებს კაცს”.
* * *
„როდესაც ერთობ სახელდახელოდ გინდა საათის რომელიმე გორგოლაჭი შეაკეთო, როგორც წესი, მთელ მექანიზმს მოშლი ხოლმე კაცი”.
* * *
„ყოველი საათი განაწილებულია ურყევი, საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული განრიგით და არც თავისუფალი დროა უფრო მრავალფეროვანი”.
* * *
„ვისაც ბევრი უამბნია, მას ბევრსაც მოუთხრობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)