ამონარიდები ჯონ ბრეინის რომანიდან – „გზა მაღალი საზოგადოებისაკენ”
„ახლაც იმ აზრისა ვარ, რომ შური მეტისმეტად წვრილმანი და სულმდაბალი ბიწია. ეს იმას ჰგავს, ტუსაღმა ცხვირი ჩამოუშვას მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბედში მყოფს ცოტა უფრო მეტი სალაფავი მისცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუძლებელია უცებ მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. ეს კარგად დაიხსომეთ”.
* * *
„ – როცა ერთ ქალს ესაუბრებით, ამ დროს მეორეს თვალებით არ უნდა სჭამდეთ”.
* * *
„არშიყობის დაწყება ადვილია, მაგრამ დროზე შეწყვეტაა ძნელი”.
* * *
„ინტუიცია იშვიათად თუ ატყუებს ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავისთავად, მომხიბვლელობა, რა თქმა უნდა, წარმატების საწინდარი არ არის, მაგრამ პატივმოყვარეობას თან სდევს, როგორც ზვიგენს თევზი – შათირი”.
* * *
„რას იზამთ, მშობლიური კერის სევდას თურმე ვერსად გაექცევი”.
* * *
„სისუფთავისთვის განა აუცილებელია მდიდარი იყო?!”
* * *
„ავხორცი ვნებები, ფულზე ნადირობა, მდიდარი მეგობრების შეძენა და ადამიანებზე გავლენის მოპოვების მწველი სურვილი. ძნელია, კაცმა მიაღწიოს იმას, რასაც ესწრაფვის ისე, რომ ყოველივე ამ სიბინძურეში არ შეტოპოს”.
* * *
„როგორც კი კაცი და ქალი მარტონი დარჩებიან, მათთან მაშინვე ეშმაკი გაჩნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)