ამონადები ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანიდან – „მოლიპულ გზაზე”
„დიდ კაცს – ჭკუაც დიდი აქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნებითვე უნდა დაჰყვეს კაცს ბედი, თორემ მარტო ცდა და სურვილი ცოტაა..”
* * *
„ყველა წლოვანებას შესაფერი საქციელი შეშვენის”.
* * *
„სიყვარული წარმავალია, რაც უნდა ძლიერი იყვეს…”
* * *
„ნუ გავიწყდება, რომ კაცი სატანჯველად არის გაჩენილი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეს სოფელი ნათხოვარია, შვილო, ჩვენც იქ წავალთ”.
* * *
„ბუნებითვე თუ კაცი შორსმხედველი არ არი, მას ძნელად შეცვლის განათლება”.
* * *
„ – რა სჯობიან მართლადაც მშვიდობიან ცხოვრებას!.. ყველას უყვარდე, ყველა შენ თავს გევლებოდეს, შენი სიტყვა მათთვის გამამახნევებელი და ამასთანავე შემმატე იყვეს და ერიდებოდე ყოველ ბოროტ განზრახვა-საქციელს?.. შორს სისხლში შესვლა! შორს! წინ წამოდექი გაკრიალებულო, კამკამა ცხოვრებავ, და დასტკბი მით, ადამიანო!”
* * *
„ხშირად კაცს ზოგიერთი დაუკმაყოფილებლობა გუნებას ცუდად დაუყენებს ხოლმე, თვით იმ წამებშიაც კი, როცა გულით და სულით უნდა მიეცეს სრულ სიამოვნებას”.
* * *
„კაცი კაცს ყოველთვის მოუხერხებს, თუ კი გულით მოიდომებს”. – (ავტორი გენია.ჯი)