ამონარიდები არჩილ სულაკაურის ზღაპრიდან – „სალამურას თავგადასავალი”

„თუკი იცი საით მიდის შენი გზა, ამ გზიდან, როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა წააწყდე, არ გადაუხვიო! რადგან არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის შვილმა, ადრე თუ გვიან, არ დასძლიოს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არსებობს ორნაირი ტყუილი: მავნე და სასარგებლო. თუ ტყუილს რაიმე სარგებლობისა და სიკეთის მოტანა შეუძლია, მაშინ თვით ბრძენსაც აქვს უფლება ზოგჯერ ტყუილი თქვას”.

* * *

„ბავშვს ცოდნა ზრდის, ცოდნას კი წიგნი იძლევა”.

* * *

„ბოროტებას ნუკი გაექცევი, შეებრძოლე”.

* * *

„განა შეიძლება ბრძენმა შეჰყვიროს, რანაირადაც არ უნდა გააოცოს მოულოდნელმა შემთხვევამ?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ვინმეს საწყლად მოაჩვენებ თავს, უფრო მეტად მოინდომებს შენს დაჩაგვრას”.

* * *

„ – იცოდე, ამქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი სიკეთის ძალაა”.

* * *

„ – ასეა, ჩემო მეგობარო! წინდაწინ არ უნდა იტრაბახო”.

* * *

„პირველმა მარცხმა არ შეგაშინოთ!”

* * *

„ქონდარეთს რომ მიაგნო და ნახო, ისეთივე პატარა უნდა იყო, როგორიც ქონდრისკაცები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება