ამონარიდები გი დე მოპასანის ნოველებიდან…
„ჩავაღწიე კაცობრიობის უბედურების შავბნელ ფსკერამდე და დავადგინე, რომ ზოგს ბედისაგან პატიოსანი ცხოვრება არ უწერია…” – (მეძავი ქალის თავგადასავალი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გასაოცარია, ზოგჯერ რა ძნელია ხოლმე რისიმე მოგონება სათქმელად”. – (მუგუზალი)
* * *
„რაკი ერთი და ერთი გაუტყდება კაცს სახელი, მეტად ძნელია ხოლმე ამ სახელის აღდგენა და სულ მუდამ გაუმთელებელი რჩება”. – (სიმონის მამა)
* * *
„ამ ქვეყნად ორი რამაა სატანჯველი. ამ ორ რისამე გამოცდას ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებდი: ერთია – უწყლობა და მეორე – უქალობა. ამ ორში უფრო საშინელი რომელია, არ ვიცი სწორედ. უდაბნოში, რა ბოროტება გინდა, კაცმა არ ჩაიდინოს ერთი ჭიქა წმინდა და ცივი წყლისათვის!.. კაცი რას არ იზამდა ზოგიერთ სანაპირო ქალაქში ლამაზი, ქორფა და ჯანმრთელი ქალისათვის?” – (მაროკა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი სანამ არ შეამჩნევს, რომ რაღაც აკლია, მანამ არ ნაღვლობს იმას”. – (ტყეში)
* * *
„ერთ გენიალურ სკეპტიკოსს უთქვამს: „უფალმა ადამიანი გააჩინა თავისდა ხატად, მაგრამ ადამიანმა ეს ხატება უკანვე დაუბრუნაო”. – (წმ. მიქაელის მთის ლეგენდა)
* * *
„როცა ვიცი, თუ როგორ იციან შეყვარება ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ქვეყანა, თუნდაც ჩემს დღეში არ მენახოს, მაინც შემიძლია წარმოვიდგინო და ავღწერო”. – (მაროკა)
* * *
„იმაზე უარესი არაფერია, როცა კაცს ტყუილისათვის შეაჩვენებენ”. – (ბაწარი)
* * *
„ქალს თუ რამე შეუჯდება თავში, იქიდან ვეღარ ამოუგდებთ”. – (ტყეში) – (ავტორი გენია.ჯი)