ამონარიდები ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანიდან – „ბედის ტრიალი”
„ზოგი ვინ იცის რა ეშმაკობით არ შემოგეჩვევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის სული თავისუფალია, ზევით-ზევით იწევს და, რაც წინ გადაეღობება, უეჭველია, ერთხელაც იქნება მოიცილებს თავიდან!”
* * *
„ – ეხ, რაც უნდა იყვეს, საწყალი ხალხის ცხოვრებას გემო არა აქვს!..”
* * *
„ – ხალხი ყველგან ერთნაირი არ არი”.
* * *
„ – გამიგონია, კაცი შიგნიდან არის ჭრელი და გველი გარედანაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ იცის, სიბრიყვემ და სირეგვენემ სადამდის მიიყვანოს თავზე ხელაღებული კაცი?..”
* * *
„ხალხი წახდა და ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყვეს”.
* * *
„დრო და შრომა დიდი განძია ადამიანისთვის და მეტადრე გლეხისთვის”.
* * *
„ქვა რომ ადგილიდან დაიძვრის, ჩემო დაო, ისიც კი გამსუბუქდება, თორემ ადამიანი რა გასაკვირველია რომ გაწყალდეს!..”
* * *
„უზნეო ადამიანი ტალახია, რომელსაც ფეხი უნდა აექციოს”. – (ავტორი გენია.ჯი)