ამონარიდები ჯონ ბრეინის რომანიდან – „გზა მაღალი საზოგადოებისაკენ”
„მე მგონია ადამიანები, რომლებიც უნდა ჩამოახრჩონ, მაინც არ იჯერებენ რა მოელით, ვიდრე სახრჩობელაზე არ შეაყენებენ…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი, რომელსაც არ აინტერესებს მოყვასის ბედი, სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს”.
* * *
„ – იცოდე, ფულს ფული უყვარს, ყმაწვილო!”
* * *
„ცხოვრებაში ზოგი რამის ყიდვა ძალზე ძვირად უჯდება ხოლმე კაცს”.
* * *
„დაბადებისას ყოველ ადამიანს თავისი ბედი თან დაჰყვება, და მხოლოდ არამზადებს, ანდა გენიოსებს თუ შესწევთ ძალა საკუთარი კლასის ტყვეობას თავი დააღწიონ და ადგილი მოიპოვონ ზემოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სულაც არაა სავალდებულო ადამიანების სიყვარული, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათდამი გულგრილობას იჩენდე”.
* * *
„ომის დროს სიამოვნებას მხოლოდ მდიდრები პოულობენ ხოლმე. სწორედ რომ ორმაგად ნეტარებენ: ერთის მხრივ, ზეგავლენას ახდენენ ამბების განვითარებაზე და, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მდიდრდებიან”.
* * *
„კაცი, რომელსაც ბანკში რაღაც ათასამდე გირვანქა ძლივს აქვს, რას გახდება ისეთ კაცთან, რომელსაც ასი ათასი უდევს ბანკში”.
* * *
„ხდება ხოლმე, მცირეოდენი გადაცდენაც კი, თუ ძალიან იღბლიანი, ძალიან მდიდარი ან ძალიან ნიჭიერი კაცი არა ხარ, ძირს გამოგითხრის ცხოვრებაში სამუდამოდ”.
* * *
„მირჩევნია შავ მუშად ვიმუშაო, ვიდრე საკუთარი სულით ვივაჭრო…” – (ავტორი გენია.ჯი)