ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მოუთმენლობა გულისა”
„უსაზღვროდ ძნელია ერთხელ მოტყუებულ ადამიანს რწმენა დაუბრუნოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამოუცდელ ყმაწვილ კაცს, ვიდრე ნამდვილ ცხოვრებასა და განცდებს გაეცნობოდეს, ქვეყანა თითქმის ყოველთვის გაგონილის და წაკითხულის ანარეკლის სახით აქვს წარმოდგენილი. ვიდრე თვითონ იწვნევდეს რამეს, იგი ოცნებაშიც კი აუცილებლად სხვის გამოცდილებასა და მაგალითს ბაძავს”.
* * *
„არ შეიძლება სასოწარკვეთილი ადამიანი სრულიად უპასუხოდ დატოვო!”
* * *
„ისევ სიმართლე სჯობია, რაგინდ უმოწყალოც არ უნდა იყოს იგი!”
* * *
„როდესაც მოხუცდები კაცი, საკმარისია ერთი შეავლო თვალი ადამიანს და მაშინვე ხედავ, რას წარმოადგენს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბედური ადამიანი იოლად ღიზიანდება”
* * *
„ – ყოველთვის როდი შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ის, რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს”.
* * *
„საერთოდ, ვგონებ, ომისათვის უფრო მეტ ადამიანს შეუფარებია თავი, ვიდრე მისი გეენიდან გამოქცევა მოუხერხებია”.
* * *
„უსამართლო არ უნდა იყო კაცი”.
* * *
„განზრახვასაც კი, რომ სხვას უნდა დავეხმარო, აღტაცებაში მოვყავარ”. – (ავტორი გენია.ჯი)