ამონარიდები არჩილ სულაკაურის რომანიდან – „ოქროს თევზი”

„კარგი იქნებოდა, ეს დალოცვილი წუთისოფელი ჩვენს ნება-სურვილზე რომ ტრიალებდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძნელია, ქვეყანა დააჯერო, რომ შენ ყრუ და მუნჯი ხარ, მაგრამ თუ დააჯერებ, მერმე, როგორც ჩანს, შედარებით იოლია ცხოვრება…”

* * *

„დრო გავა და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა”.

* * *

„შენ რომ იცი და დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, არაფერს არ ნიშნავს, მთავარია, ყველას გააგებინო და ყველა დაარწმუნო, რომ მართალი ხარ”.

* * *

„მარტო საქმით ადამიანების დამეგობრება ძნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გისაყვედურებენ, რას ერჩით ამ ახალგაზრდებს, რატომ გზას არ აძლევთო. მისცემ გზას და ყველაფერს გაგითახსირებენ”.

* * *

„არიან ქალიშვილები, თუ გინდა ქალები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ტოვებენ არავითარ შთაბეჭდილებას. მათ სწორი, მაგრამ მშვიდი ნაკვთები აქვთ. სახის არც ერთი ნაწილი – თვალები და ტუჩები – ცალ-ცალკე არ იქცევს კაცის ყურადღებას. ასეთი ქალიშვილები თუ ქალები ხშირად ძალიან ლამაზები არიან, ოღონდ ამ ფარულ სილამაზეს თანდათან უნდა აღმოჩენა”.

* * *

„ზოგჯერ აუცილებელია ტყუილის თქმა”.

* * *

„ – წლები გადის… კარგ თვისებებს ვკარგავთ და ცუდს ვიძენთ”.

* * *

„არაფერი არ არის შეუძლებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>