ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან – „პაწაწინა ნიგვზის ტოტი”
„რაც ჭეშმარიტად ჩემი მოსაპოვებელია, ის მხოლოდ მე უნდა მოვიპოვო…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – განა შეიძლება არარაობის დანახვა?”
* * *
„რა ტკივილი შეედრება მარტოობის ტკივილს!”
* * *
„ყველაფერს სჯობია, თავი შეიკავო… ჯერჯერობით იჯექი შენთვის ჩუმად, უხმოდ და ბოლომდე ყურადღებით მოისმინე, რას იტყვიან შენზე ეს ფერად-ფერადი ადამიანები. განა საინტერესო არ არის, რატომ გთვლიან სულელად? თუ არა ზურგს უკან, ვინ მოგაყრის ასეთ მარგალიტებს სახეში? ცოტაც მოითმინე, კარგად დაუგდე ყური, იქნებ სხვაცა ხარ – უფრო უარესი…”
* * *
„უეჭველად გაჭიანურებულმა სადღეგრძელოებმა მისცა დასაბამი მსოფლიო სევდას ანუ პესიმიზმს…”
* * *
„ძალიან ცუდი გრძნობაა: შენ იმათ ხედავ, ისინი შენ ვერ გხედავენ. შენ იმათი ნალაპარაკევი გესმის, იმათ შენი – არა”.
* * *
„მართლაც მძიმე ასატანია, როცა საკუთარი სილამაზე, კდემამოსილება, გონიერება წინ გეღობება და გარიდებს იმას, რისთვისაც ხარ ამქვეყნად მოვლენილი…”
* * *
„სიჯიუტე ადამიანის შინაგანი სისუსტის ერთგვარი გამოვლინებაა”.
* * *
„ადამიანი მეხსიერებაა…”
* * *
„ – საქმეს მიწოლა უნდა!” – (ავტორი გენია.ჯი)