ამონადები ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანიდან – „მოლიპულ გზაზე”
„რა უმადურია ადამიანი! ხშირად ვერ ხედავს, არ აფასებს ღირსეულად კაცისაგან მონიჭებულ შველას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სჯობს რაც არ იქნება, ნუ იყვეს!”
* * *
„რამდენ დღეს ჩაუვლია ისე უსაგნოდ, უხეიროდ, ადამიანისათვის კარგი არა მოეტანოს-რა!”
* * *
„სირცხვილი იმ ვაჟკაცს, რომელსაც დედაკაცმა ხელში სანთელი გაუქროს!”
* * *
„საცა ფულია, იქ ყველაფერი მორჩილია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაუტანლობა, სიზარმაცე, სისუსტე, ბაქიობა, აი რა ღირსებებს დაუჭერიათ თვალსაჩინო ადგილი ჩვენს ცხოვრებაში!..”
* * *
„ – შებრალება გაჭირვებულთა, ჩემო დაო, დიდი რამ არის… თვითონ იესო ქრისტეც გვიბრძანებს, სწორედ აგრე მოვიქცეთ… მაგრამ…”
* * *
„ადამიანი მეტად ხარბია, ის არა კმარობს აწმყო გარემოებას, ებრძვის, ელტვის მომეტებულს და ამ ბრძოლის მსხვერპლად ყოველთვის უღონონი ხდებიან”.
* * *
„რა არის პატიოსნება? თვითეულ კაცს თავისებურად განუმარტავს. ერთისაგან დასახული პატიოსნება მეორეს საკიცხავად მიაჩნია. და თუ ერთი უფრო მაღლა დგას მეორეზე, ეგ გარემოების ბრალია და არა პატიოსნებისა”.
* * *
„ – ხშირად კაცის თვალი ბარბაროსობასაც სიამოვნებით უყურებს ხოლმე…” – (ავტორი გენია.ჯი)