ამონარიდები არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან – „ჟამი დასვენებისა”
„ოო, დრო საშიში რამეა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც არ უნდა დაუმოკლო ვირს ყურები, მაინც ვირად დარჩება”.
* * *
„ადამიანებმა ნამდვილად არ იციან ჭეშმარიტი თავისუფლების ფასი”.
* * *
„უმეგობრო და უამხანაგო კაცს ყველა ერთნაირად ეუცხოვება და საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდეული, შეგნებულად თუ შეუგნებლად გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. ასეთ დროს ზოგს განდიდება იპყრობს ხოლმე. ეჩვენება, რომ განგებამ რაღაც განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით განაცალკევა იგი სხვებისაგან, აღამაღლა და ჩვეულებრივ მოკვდავთ აღარ ძალუძთ მისი გაგება. ზოგს პირიქით ემართება. სრულფასოვნების გრძნობას ჰკარგავს, ზედმეტად ეუფლება გაუბედაობა და თანდათან ჰკარგავს, ხელიდან ეცლება საკუთარი თავისადმი რწმენა”.
* * *
„ყველა პატარა გოგოში მომავალი ქალია ჩასაფრებული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯანმრთელობა ბედნიერებაა”.
* * *
„ – ყველა ისე ისვენებს, როგორც სურს, ანდა როგორც შეუძლია”.