ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„ქალს რომ დედამთილი სძულდეს, ეგ არაფერი; მაგრამ დედას რომ შვილი სძულდეს – ჩემს დედამთილს რადა ჰგავხარო, ეგ კი მეტისმეტი უბედურებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უბედურებასაც ჰქონია თავისი სიკეთე. მანამ უბედურება არ ეწვევა, ძნელია დარწმუნებით სთქვას კაცმა – მეგობრები მყავსო. უბედურებაში კი ყველა ერთად გამოჩნდება ხოლმე”.

* * *

„რას იზამ, როცა კაცი ძალად ხუჭავს თვალს და იძახის – ბნელიაო?”

* * *

„ჯალათი ყოველთვის ჯალათია, გვირგვინი ედგმის თავს, ეპისკოპოსის სკუფია, თუ მუშაკაცის ქუდი”.

* * *

„მეფე რის მეფეა, თუ კი ყველაფერი არ ეპატიება?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეტი სიკეთე განაღა იქნება, კაცმა ერთ წამს მაინც ყოველი სევდა და ვარამი დაივიწყოს და მოსვენებას მისცეს თავი. სწორედ ეს წამიერი მოსვენება აკლია სიბერეს”.

* * *

„წუთისოფელში კარგი და ავი განუყრელნი არიან”.

* * *

„ცუდი მოუვა ყველას, ვინც ღმერთსაც ემსახურება, სატანასაც და სულ იმ ფიქრში იქნება, რომ ორივეზედ ჭკვიანი მე ვარ და ჩემს ფლიდობას ვერც ერთი ხედავს, ვერც მეორეო”.

* * *

„ძველი, შეჩვეული აზრების ამოგდება ძალიან ძნელი რამ არის”.

* * *

„პატიოსანი კაცი ყოველთვის პატიოსნად მოიქცევა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>